მინდია ჯანელიძე: რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აბსურდს უწოდებს ინფორმაციას, რომ რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები, რომლებიც თბილისში გუშინ შენიშნეს, სამხედრო დანიშნულებისაა.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომანქანები უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი მიზნით მომხდარიყო.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სამხედრო ტვირთის, ნებისმიერი ორმგარი დანიშნულის ტვირთის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე ხდება თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და ზედამხედველობით, ამიტომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მე მოვისმინე უამრავი აპოკალიპტური სცენარი, თუმცა სინამდვილეში ეს იყო მანქანები სპეციალური ნომრებით, რომლებსაც ქვეყნის გარეთ გასვლა არ შეეძლო და საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს. კერძოდ, ძალიან მარტივი მიზეზით და მოტივით – უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი სახით მომხდარიყო. მანქანები მართალია ხაკისფერია, მაგრამ მათ არ ჰქონიათ არც სამხედრო ნომრები და არც ამ კუთხით, სხვა რაიმე აღმნიშვნელი ნიშანი”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები