თურქეთში ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

თურქეთის ცენტრალურ რეგიონში ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავები თურქეთის პროვინცია მალათიაში ჩამოვარდნენ. ამ დროისთვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები