ქემერონი: ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო სპეციალისტებს გააგზავნის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო სპეციალისტებს გააგზავნის, რომლებიც უკრაინის არმიას პერსონალის მომზადებასა და ლოჯისტიკაში დაეხმარებიან, მაგრამ კონფლიქტის ზონიდან შორს იქნებიან.
აღნიშნულის შესახებ ქემერონმა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ “BBC”ავრცელებს. „თუკი რუსეთს უკრაინაში არ შევაჩერებთ, მაშინ ხვალ მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებში დესტაბილიზაციას ვიხილავთ“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
მისივე განმარტებით, უკრაინაში რუსეთის ჩარევის გაგრძელებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოჰყვება. რომელთა შორის რუსეთის ეკონომიკის წამყვანი დარგების წინააღმდეგ მიმართული სანქციების მესამე პაკეტიც იქნება. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ბრიტანელმა პრემიერმა განაცხადა, რომ ამაზე ფიქრისთვის დრო არ არის. ის არ უარყოფს სამომავლოდ კიევისთვის იარაღით დახმარებას, თუმცა ამჟამად საუბარი მხოლოდ არალეტალურ დახმარებაზე მიდის.
წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები