მწარმოებლები პურის ფასის გაზრდას ვარაუდობენ

ლარის გაუფასურების გამო, შესაძლოა, პურის ფასმა მოიმატოს. დოლარის გაძვირების გამო, ერთი ტომარა ფქვილის ფასი უკვე 4 ლარით გაიზარდა.
მწარმოებლები პურის ფქვილს ხვალიდან 40 ლარად გაყიდიან. დოლარის გაძვირების გამო, შესაძლოა, პურის ფასმა მოიმატოს. უკვე 4 ლარით გაიზარდა ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება. მწარმოებლები პურის ფქვილს ხვალიდან 40 ლარად გაყიდიან. ხორბალი წისქვილკომბინატებს რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოაქვთ. ნედლეულის შეძენა კი დოლარში ხდება. ახალი კურსის დადგენის შემდეგ კი ამბობენ, რომ ფასი ისევ მოიმატებს. თონეებისა და პურის ქარხნების მეპატრონეების ინფორმაციით, მათ მცირეოდენი მარაგი აქვთ,. თუმცა, მათივე განმარტებით, თუ დოლარის კურსი კვლავ მოიმატებს და ერთი კვირის განმავლობაში სიტუაცია არ დასტაბილურდება პურზე ფასის მატებაც 10-15 პროცენტით გარდაუვალი იქნება. ფასების ზრდას ელოდებიან სურსათზეც. მსხვილი იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, შემოტანილ პროდუქტზე ფასები 15 პროცენტით გაძვირდება. ფასებზე ლარის ვარდნა ნაწილობრივ უკვე აისახა და ეს პროცესი გაგრძელდება. მსხვილი იმპორტიორები, დღევანდელი მონაცემებით, საშუალოდ 15-პროცენტიან მატებას ვარაუდობენ, რაც მნიშვნელოვნად გააძვირებს პროდუქტს. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული მოთხოვნაა დოლარზე. თუმცა გადამცვლელ პუნქტებში ამერიკული ვალუტის საკმარისი მარაგი არა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები