ხორვატმა ულტრასებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს

ხორვატიის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის ზაგრების „დინამოს“ ფანებმა “ოსიეკთან” მატჩისას მოედანზე უკრაინელთა მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს, – ამ ინფორმაციას ზაგრებელი ულტრასების საიტზე დაყრდნობით „nv.ua“ ავრცელებს.
„ხორვატები მხარს უჭერენ მოძმე უკრაინელებს“ – ეწერა ფანების ბანერზე. ბანერი მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო ხულიგანების „Bad Blue Boys“-ის წევრებს ეკუთვნოდათ. ულტრასების ეს ორგანიზაცია 1986 წელს ჩამოყალიბდა და მათ ხორვატიის დამოუკიდებლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები