საგარეო სამინისტროში ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის კომიტეტთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის მმართველ კომიტეტთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილოება მიიღო საქართველოს იმ უწყებებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და შესაბამის ინსტიტუტებმა, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძემ გაუძღვა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, 2013 წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. 2014 წლის 6 თებერვალს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიონ იაგლანდის საქართველოში ვიზიტისას გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლებში სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.
დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2013-2015 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების – ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სრულყოფილად შესრულების პროცესში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება ხდება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებათა დაცვა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, პენიტენციური სისტემა და პოლიციის რეფორმა, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კარგი მმართველობა, ადგილობრივი დემოკრატია, შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და ნდობის აღდგენის მექანიზმები. აღნიშნულ შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა და საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შესრულებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე განხილულ იქნა სამოქმედო გეგმაში შესაძლო ცვლილებების შეტანა და დონორების მოძიების საკითხები. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს ევროპის საბჭო ახორციელებს ევროკავშირთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები