დავით საგანელიძე: როცა თავში კომბლებს მირტყამდნენ, „თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებაში იყვნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის თანამდებობიდან მოხსნის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება. დავით საგანელიძე for.ge -სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის ამორალური იქნებოდა, თუ „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო წევრს ვიქტორ დოლიძეს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დატოვებდა. „თავისუფალი დემოკრატები” რომელი გუნდიდან მოვიდნენ, ძალიან კარგად მახსოვს. როდესაც, წლების მანძილზე, ოპოზიციაში ვიყავი და თავში კომბლებს მირტყამდნენ და რეზინის ტყვიებს მესროდნენ, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ როცა საკუთარი პოზიციები შეიცვალეს, ერთად დავდექით და ზურაბ აბაშიძეს ფიზიკური ტრავმა რომ მიაყენეს, მის საწოლთან პირველი მე ვიდექი და ის საავადმყოფოში მე მივიყვანე. „მემარჯვენეები” ჩემი წვალებით შევქმენი და მათთან ერთად ათი წელი ვიარე, მაგრამ როცა ვნახე, რომ მათ სხვა პოზიცია ჰქონდათ, მათ გამოვეყავი და ამიტომ, ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ? ახლა რა გავაკეთო, ჩემი ყოფილი თანაპარტიელები მოვიყვანო და თანამდებობებზე დავსვა? ეს წარმოგიდგენიათ? შეიძლება ყველამ გამაკრიტიკოს, მაგრამ მორალსა და ზნეობაში ნურავინ შემეჯიბრება. ჩემგან ამორალური ის იქნება, რომ როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ყველაფერზე თვალი დავხუჭო და დოლიძე პოსტზე დავტოვო“, – აცხადებს დავით საგანელიძე for.ge -სთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები