სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელთან რუსუდან გიგაშვილთან ერთად ქვემო ქართლის მოსახლეობას შეხვდნენ და ის საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს, რომლებიც ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სურსათის უვნებლობის სისტემის დასანერგად შემუშავდა.
შეხვედრაზე, რომელიც თეთრიწყაროში გაიმართა, რეგიონის ფერმერებს, საქონლისა და ქათმის სასაკლაოების წარმომადგენლებსა და რძის მწარმოებლებს განემარტათ HACCP-ის პრინციპები;
ბიზნესოპერატორების აღიარებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესები; რძის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება; თაფლის მწარმოებლებს გააცნეს ქართული თაფლის პერსპექტივები ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან და იზრუნებს იმაზე, რომ მოსახლეობა მომზადებული და ინფორმირებული შეხვდეს იმ სიახლეებს, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები