გულიკო ზუმბაძე გაეროს ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ კვირეულში მიიღებს მონაწილობას

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ ორგანიზებულ კვირეულში მიიღებს მონაწილობას. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, კვირეულზე, რომელიც ქალაქ ჟენევაში 24-27 თებერვალს ეროვნებათა სასახლეში გაიმართება, 2015 წლის განსავითარებელი პოლიტიკის და რეკომენდირებული მდგრადი განვითარების გეგმების მხარდამჭერი ყველა პრიორიტეტი იქნება განხილული. საკითხი ასევე შეეხება დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო მოხმარების ტერიტორიებს, რომელთა განვითარებაც უსაფრთხო, მდგრად და კომფორტული საცხოვრებელი პირობებით აღჭურვილ ქალაქებსა და დასახლებებს მოიცავს, რაც ასევე საჯარო ტერიტორიებისადმი მიძღვნილი სემინარის საშუალებით უნდა დაპროექტდეს და წარიმართოს (24 თებერვალი).
სემინარზე ასევე მოხდება ის პრობლემებიც განიხილება, რომლებიც არაფორმალურ დასახლებებს, რეგიონში არაკანონიერი და დაუგეგმავი ურბანული ზრდით გამოწვეულ პრობლემებს ეხება. წარმოდგენილი იქნება სამთავრობო დონეზე ხელმისაწვდომი ყველა საშუალება, რაც მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შესაქმენელადაა მნიშვნელოვანი. WPLA სემინარი ტერიტორიების მოწყობისა და მართვასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე გაზიარების მიზნით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები