რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში, ადამიანები აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მატარებლების კედლებზე კომენტარებს წერენ. ამ გზით ისინი ერთგვარ სოლიდარობას უცხადებენ დონბასში დაღუპულ ადამიანებს და საკუთარ ისტორიებსაც ყვებიან. სანქტ-პეტერბურგის მეტროში ფერადი ფლომასტრებით დაწერილ სხვადასხვა წარწერას წააწყდებით: ” უკრაინაში ჩემი ძმა მოკლეს”, “როდესაც გავიზრდები, მეც ომში წავალ”, “მამა ომში იბრძოდა, მან ფეხი დაკარგა”,”მე ვაჟკაცი უნდა გავიზარდო და მტრები დავამარცხო”.