რატომ იმუქრებოდნენ ხერხეულიძე და თაქთაქიშვილი ფანჯრიდან გადახტომით და ვინ ითხოვდა 26 მაისის აქციის დარბევას

ცაგერის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აქციის დღეს ხალხის ამოხოცვას სხვა ,,ნაციონალებთან” ერთად, ეკა ხერხეულიძე და ჩიორა თაქთაქიშვილიც ითხოვდნენ. ამის შესახებ კოპალიანი „ასავალ-დასავალს” ესაუბრა და აღნიშნავს, რომ თაქთაქიშვილი და ხერხეულიძე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფანჯრიდან გადახტომით იმუქრებოდნენ.
„ეკა ხერხეულიძე არის ის ადამიანი, რომელიც 2011 წლის 26 მაისის წინა ღამეს, ჩიორა თაქთაქიშვილთან ერთად, სააკაშვილისგან კატეგორიულად მოითხოვდა 26 მაისის აქციის დარბევას, დახვრეტასა და სისხლში ჩახშობას. დიახ, ეკა ხერხეულიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვილს ეუბნებოდნენ, აქციას თუ არ დაარბევთ, ფანჯრიდან გადავხტებითო. ამ ინფორმაციამ მაშინ ხელისუფლების კულუარებიდან გამოჟონა და ჩემამდე ძალიან სანდო წყაროების მეშვეობით მოვიდა”, – აცხადებს კოპალიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები