გორში 16 წლის მოზარდი თონეში გაგუდული იპოვეს

გორში უბედური შემთხვევა მოხდა. 16 წლის მოზარდი ბიჭი თონეში გაგუდული იპოვეს. ცნობილია, რომ გარდაცვლილი პურის საცხობში მუშაობდა.
როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, მოზარდმა ცომი მოზილა და სანამ პურს გამოაცხობდა, რამდენიმე საათით დაძინება გადაწყვიტა. მშობლებმა მისი ძებნა უპასუხოდ დარჩენილი რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ დაიწყეს. გარდაცვლილის მამამ საცხობის კარი შეამტვრია და შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა.
მოზარდი ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები