თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას თავდაცვის უწყების, დედაქალაქის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარასპორტის განვითარების პერსპექტივებს.
თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და მათი სპორტულ აქტივობებში ჩართვის კუთხით, განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები გააცნეს.
დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და მხარდაჭერაზე გაამახვილეს. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაცია თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. გასულ წელს ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა დაჭრილი სამხედროებისთვის გამართულ ორ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს. იგეგმება დაჭრილი სამხედროების მონაწილეობა 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები