საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკური რეფორმების გეგმა “ძალიან კარგია”

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვაროუფაკისმა განაცხადა, რომ ის რეფორმები, რომლებიც საბერძნეთმა ევროკავშირს წარუდგინა, “ძალიან კარგია”. საბერძნეთის სამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ახალმა გეგმამ ქვეყანა ფინანსური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.
„ვფიქრობ, მთავრობის სტრატეგია წარმატებული იქნება. ჩვენ საუკეთესოს ველოდებით და ბერძენი ხალხისადმი ჩვენს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებთ. დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ, რომ ერთად ვიყოთ როგორც სამთავრობო სექტორში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში”,- განაცხადა შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრმა პანოს სკოურლეტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები