ავღანეთში 2 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 30 ადამიანი კი გაიტაცეს

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. აფეთქების პარალელურად კი ზაბულის პროვინციაში, ნიღბიანებმა 30 -მდე შიიტი მუსულმანი გაიტაცეს. ყველა მათგანი ავტობუსით მგზავრობდა. აღსანიშნავია, რომ გამტაცებლებმა ახალგაზრდა მგზავრებსა და მცირეწლოვან ბავშვებს ავტობუსიდან ჩასვლის უფლება მისცეს. დანარჩენები კი მძევლად აიყვანეს. აღნიშნულ პროვინციებში ადამიანების გატაცება პირველი შემთხვევა არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები