პარიზში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა დაიწყო

პარიზში, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილავენ, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს მინსკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების ძალაში შესვლა. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილავენ კონფლიქტის ზონაში სადამკვირვებლო მისიების საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები