„გაზპრომმა“ შესაძლოა, უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს

„გაზპრომმა“ შესაძლოა, უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს. „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა „გაზპრომის“დავალიანებას არ დაფარავს, მაშინ მათ ბუნებრივი აირის მიწოდება 2 დღეში შეუწყდებათ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევმა მარტის წინასწარი გადასახადი უნდა დაფაროს.
” დღევანდელი მონაცემებით, უკრაინის მიერ გადახდილი თანხიდან მხოლოდ 219 მილიონ კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ბუნებრივი აირის საფასურს არ გადაიხდის, მაშინ მას გაზის მიწოდება შეუწყდება. ეს რუსეთიდან ევროპის მიმართულებით გაზის ტრანზიტს საფრთხეს შეუქმნის “, – განაცხადა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები