ემზარ კვიციანი: რუსებმა ომი მათი აგენტის სააკაშვილის ხელით დაიწყეს

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტობაში დაადანაშაულა და ომის აცილების შესაძლებლობაზე ისაუბრა. კვიციანის განცხადებით, მისი მოშორება გეგმის ნაწილი იყო, რადგან ის არასოდეს ასრულებდა არცერთ ბრძანებას, რომელიც კოდორის ხეობის გასხვისების საფრთხეს შექმნიდა.
„მე არ ვასრულებდი არცერთ ბრძანებას, რომელიც ტერიტორიის გასხვისებას გულისხმობდა. 2008 წელს კოდორში რომ ვყოფილიყავი, ცხინვალში შეიძლება ომი ყოფილიყო, მაგრამ კოდორში არ იქნებოდა. ჩვენ ჩიხში მოვაქციეთ მოწინააღმდეგე მხარე, ჯარის გარეშე შემოსვლის შემთხვევაში კი მათ ლეგიტიმაცია არ ექნებოდათ. სააკაშვილმა სპეციალურად დაუტოვა მათ იარაღი, რომ მათ დაემტკიცებინათ, იქ ჯარი და იარაღი იყო… მიხეილ სააკაშვილი რუსების დავალებით მოქმედებდა. რუსებმა ომი თავიანთი აგენტის სააკაშვილის ხელით დაიწყეს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები