საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა – ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, სხდომაზე 83 განცხადება განიხილეს. სხდომას დეპუტატების გარდა თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა საკრებულოში ყოველ სამშაბათს იმართება და დაახლოებით ასამდე მოქალაქის განცხადება იხილება.
იმ შემთხვევაში თუ განმცხადებლის მისამართით გაჩნდა დამატებითი კითხვები, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება. აუციელბლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ჩართვაც ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები