თურქეთმა ბრიტანეთი გვიან მიწოდებული ინფორმაციისთვის გააკრიტიკა

თურქეთმა ბრიტანეთი გვიან მიწოდებული ინფორმაციისთვის გააკრიტიკა. საქმე სამ ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს ეხება, რომლებიც სირიაში თურქეთის გავლით გაემგზავრნენ. ისინი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტულ დაჯგუფებას უნდა შეერთებოდნენ.
თურქეთის თქმით, ბრიტანეთმა არაოპერატიულობა გამოიჩინა, რაც მათი მხრიდან უპასუხისმგებლობა იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთი თურქეთს გოგონების მიერ ლონდონის ჰითროუს აეროპორტის დატოვებიდან სამ დღეში დაუკავშირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები