დავით ზალკალიანი: მკაფიოდ ჩანს რუსული გეგმის ნაწილი, რომ მოხდეს ჟენევის ფორმატის დანგრევა

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებებს ეხმაურება.

ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ჰუმანიტარულ საკითხებზე მოსკოვის ხელშეწყობით სოხუმთან და ცხინვალთან საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებს საფრთხეს უქმნის.
“ვფიქრობ, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი. უკვე აშკარაა და ძალიან მკაფიოდ ჩანს რუსული გეგმის ნაწილი, რომ მოხდეს ჟენევის ფორმატის დანგრევა . ფაქტიურად ჟენევის მეორე სამუშაო ჯგუფი ამ შემთხვევაში აზრს კარგავს, რადგან სწორედ ჰუმანიტარულ საკითხებზე და სხვა მსგავს ურთიერთობებზე , რაზეც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი საუბრობს სწორედ ამ ფორმატშია საუბრები. თუკი ჩვენ ამას გამოვაცლით, ჟენევის ფორმატი ინგრევა. საუბარია რაღაც ახალ ფორმატებზე და ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა. ვფიქრობ, ამის შესახებ აუცილებლად პოზიცია უნდა დააფიქსიროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ“, – განაცხადა ზალკალიანმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა, საქართველო აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის ახალ ფორმებს განიხილავს და მიესალმება, თუ მოსკოვს ექნება განზრახვა, პირდაპირ კონტაქტებს ხელი შეუწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები