გეგი ნიჟარაძე ფარულ ჩანაწერზე კომენტარს მოსმენის შემდეგ გააკეთებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე თანამშრომელზე ზეწოლის ფაქტს ვერ იხსენებს და აცხადებს, რომ კომენტარს მის წინააღმდეგ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე მისი მოსმენის შემდეგ გააკეთებს.
„თანამდებობის დატოვებაზე ლაპარაკი არ მქონია. თანამშრომლებს ბევრს ვესაუბრები, მაგრამ ასეთი საუბარი არ მქონია, ჩანაწერი უნდა ვნახო და მერე დამირეკეთ,” – განაცხადა ნიჟარაძემ სატელეფონო ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „მედიატორმა“ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც გეგი ნიჟარაძე თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვონ თანამდებობა. ორგანიზაციამ ფარული ჩანაწერები სამართალდამცავებს გადასცა. „მედიატორის“ წარმომადგენლები გეგი ნიჟარაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები