საკრებულოს დეპუტატებმა სარეკლამო დროისა და პირდაპირი ტრანსლირების შესყიდვაზე მერიას თანხმობა მისცეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ორი რაიონის გამგეობისთვის თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალურ გადანაწილებას. ამასთანავე, დეპუტატებმა თბილისის მერიას თანხმობა მისცეს სარეკლამო დროისა და პირდაპირი ტრანსლირების შესყიდვაზე. კომისიის სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები