დაღესტანში სამართალდამცავებთან დაპირისპირებას 1 პოლიციელის და 2 სეპარატისტის სიცოცხლე შეეწირა

დაღესტანში, სამართალდამცავებთან მომხდარ დაპირისპირებას ერთი პოლიციელისა და ორი სეპარატისტის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცავებმა “ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილში მყოფ ადამიანებს, საბუთების წარდგენა სთხოვეს. მგზავრებმა პოლიციელებს უარი განუცხადეს და მათ ცეცხლი გაუხსნეს. სამართლადამცავების მხრიდან მათ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილში სამი ადამიანი იჯდა, მათ შორის 2 ლიკვიდირებულია, 1-მა კი გაქცევა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები