ჯორჯიის შტატში ბოლო 70 წლის მანძილზე პირველად სიკვდილით დასჯიან პატიმარ ქალს

ამერიკის შტატ ჯორჯიაში 46 წლის კელი ჯისენდენერს სიკვდილით დასჯიან. ჯორჯიის შტატში ის პირველი პატიმარი ქალბატონია, რომელსაც ბოლო 70 წლის მანძილზე სიკვდილი შეეფარდა. მისი განაჩენი ძალაში ხვალ შევა.
ჯისენდენერი 14 წლის წინ, საკუთარი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მეუღლეს მან დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. გვამი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. ჯისენდენერი მკვლელობიდან მეორე დღესვე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები