ავთანდილ სუდაძე მერის მოადგილეების გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე მერის მოადგილეების – ალექსანდრე მარგიშვილისა და გიორგი ხელაიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია პირველად ჟურნალისტებისგან გაიგო. „მე ეს ინფორმაცია თქვენგან პირველად მესმის, შესაბამისად, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა სუდაძემ. კითხვაზე – არიან თუ არა ისინი სამსახურში, სუდაძე პასუხობს, რომ მარგიშვილი და ხელაია დღეს არ შეხვედრია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სამსახურში არ არიან. „გიორგი ხელაია და ალექსანდრე მარგიშვილი გუშინ ვნახე სამუშაო რეჟიმში, ერთად ვმუშაობდით. ვერ ვიტყვი ვერაფერს. ეს, სავარაუდოდ, ჭორია”, – განაცხადა სუდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები