შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელებისთვის დეკლარირების პროცედურა გაამარტივა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელებს მომსახურების ახალ ფორმას სთავაზობს.
როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე, წინასწარი დეკლარირების მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დოკუმენტების ფიზიკური მიტანის ალტერნატივად, შესაძლებელია, დოკუმენტების ჩაბარება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრში, კერძოდ, თბილისში, კოსტავას 68ა -ში (საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის გვერდით), სადაც გეზ-ის მომსახურების სამმართველოს ოფიცრები განახორციელებენ საქონლის წინასწარი დეკლარირებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურებს. სერვისცენტრი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00 – საათიდან 18.00 – საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები