„ეროვნულმა ბანკმა დოლარი უნდა გაყიდოს და ბაზარს მიაწოდოს“

დარბაზ „დოქტრინას“ ხელმძღვანელი მიხეილ დონდუა ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
როგორც მან საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აუცილებელია რეზერვიდან ეროვნულმა ბანკმა დოლარი გაყიდოს და ბაზარს მიაწოდოს.
„კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საერთაშორისო დონორებიდან თანხების მოძიებას აპირებს. თანხის მოზიდვა დოლარის შემოსვლას ნიშნავს. როცა დოლარი შემოვა და სავალუტო რეზერვებში დაიდებს ბინას, ლარის ხარჯვის დროს ეროვნული ბანკი გამოიტანს დოლარს და მიაწოდებს ეკონომიკას. ეროვნულმა ბანკმა შექმნილი მდგომარეობა უნდა გამოასწოროს. ბიუჯეტის მიერ მოზიდული სესხებიდან გამომდინარე, 145 მილიონი დოლარი მოვიზიდეთ. ეს 145 მილიონი დოლარი ეროვნულმა ბანკმა რეზერვად აქცია. თუ ყველა მოზიდულ თანხას ჩვენ რეზერვში დავამწყვდევთ, ხოლო მიმოქცევაში ლარს გავუშვებთ, ამას ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც ლარის დაბეჭდვას. ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა გადამწყვეტია. ეროვნულმა ბანკმა დოლარი უნდა გაყიდოს და ბაზარს მიაწოდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სესხის აღებას აზრი არ აქვს. როცა მთავრობა დაიწყებს ამ ფულის ხარჯვას, ეროვნულმა ბანკმა ამ დროს უნდა გაყიდოს დოლარი და ეკონომიკას მიაწოდოს“,- აღნიშნა მიხეილ დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები