ნინო გვენეტაძეს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძეს ხვალ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმენენ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში გუშინ უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა.
კომიტეტზე ფრაქცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატები არ მივიდნენ, რის გამოც სხდომა ორჯერ გადაიდო. უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის განცხადებით, ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც დეპუტატებმა სხდომაზე დასწრება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები