„ნაკლები ხარჯი არამწარმოებლურად“ – მიხეილ დონდუამ ხელისუფლებას ქამრების შემოჭერის პოლიტიკა მოუწონა

დარბაზ „დოქტრინას“ ხელმძღვანელმა მიხეილ დონდუამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის კურსზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
დონდუამ, ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა მოუწონა და კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს გარკვეული რეკომენდაციები მისცა.
„ახლა სწორედ „ქამრების მოჭერის“ დროა. უნდა შემცირდეს ის ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც ბიუროკრატიული აპარატის წახალისებას გულისხმობს. ბიუჯეტი უნდა დაიხარჯოს პროდუქციის წარმოების სტიმულირებისთვის. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული გახდება. სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები 2008, 2011, 2012 წელს ძალიან მაღალი იყო, 150 მილიონით შემცირდა 2013 წელს, შემდგომ დაახლოებით 50 მილიონით გაიზარდა 2014 წელს, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, ჯამში, სახელმწიფო აპარატის ხარჯმა დაახლოებით 100 მილიონით იკლო. ეს მაჩვენებელი თუ 2015 წელს 12 %- ით შემცირდება, ეს ბოლო 7 წლის მანძილზე ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. ეს ასევე საშუალებას მოგვცემს, ლარის მასა მიმოქცევაში ვაკონტროლოთ ფისკალური თვალსაზრისით და ლარისა და დოლარის ბალანსი უფრო ეფექტურად იყოს დაცული. ნაკლები ხარჯი არამწარმოებლურად “,- განაცხადა მიხეილ დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები