„კოტე კუბლაშვილი იმ ავბედით დროს კეთილშობილ ქალწულთა პანსიონის მნე იყო?!“

„ამოიღეთ სამართალი კუბოდან“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
„დიახ 23 თებერვალს, ჩვენ კარგა ხანია აღარ ვზეიმობთ საბჭოთა არიისა და ფლოტის დაარსების დღეს! სამაგიეროდ 2015 წლის 23 თებერვალიდან, ჩვენ შეგვიძლია, სუფთა სინდისით ვიდღესასწაულოთ კუბლაშვილის სასამართლოს დამხობის დღე! ამ უცნაური კოჰაბიტაციის გადამკიდე, ქართველი ხალხი ისევე სულმოუთქმელად ოცნებობს კუბლაშვილის სასამართლოს დამხობაზე, როგორც ძველი რომაელები – კართაგენის აღგვაზე პირისაგან მიწისა!“ – წერს „ასავალ -დასავალი“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თუკი მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად გაასამართლა და საერთაშირისო ძებნა გამოაცხადა, კონსტანტინე კუბლაშვილი მათ დანაშაულებს ხელს აფარებდა.
„თუ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის ცერბერი ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად გაასამართლა და საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა, განა კოტე კუბლაშვილი იმ ავბედით დროს კეთილშობილ ქალწულთა პანსიონის მნე იყო?! ანუ თუ ადეიშვილი დამნაშავეა, მისი დანაშაულებრივი დაკვეთის გამპრავებელი სასამართლოს უსტაბაში კუბლაშვილი როგორ შეიძლება „ფრთიანი ანგელოზი“ მყავდეს. პროკურატურაში ათასობით საჩივარი რომ არის შესული უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, ესეც კოტე კუბლაშვილის კისერზეა, რადგან სწორედ, კუბლაშვილის სასამართლოს ჰქონდა „კონვეირზე“ შეყენებული“ ე.წ. საპროცესო გარიგების სისტემა, რომლითაც ადამიანებს ტერორის ქვეშ აიძულებდნენ, უარი ეთქვათ მრავალასეულ მილიონიან საკუთრებაზე“, – წერს „ასავალ-დასავალი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები