ნინო გვენეტაძე მზადაა, საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრა გამართოს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე სურვილის შემთხვევაში მზად არის, ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან, მათ შორის უმცირესობასთან გამართოს შეხვედრა და მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი ხედვები და გეგმები გააცნოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს გვენეტაძემ პარლამენტში განუცხადა, სადაც მან “60 წუთში” გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებები მიიტანა.
გვენეტაძის თქმით, ის იყო შევარდნაძის პერიოდის მოსამართლე, მაგრამ იყო მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ამ პრინციპით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
“ჩემი საპროგრამო გამოსვლა ორ მიმართულებას შეეხება – ერთი – ეს არის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე რეფორმა და მისი გაგრძელება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ორგანო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საქმეში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძემ.
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში გვენეტაძეს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები