„თავისუფალი თაობა“ ახალაიებისა და სააკაშვილის ვილების ფოტოებს ავრცელებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, წყნეთში ახალაიები და მიხეილ სააკაშვილი ვილებს ფლობენ.
„ახალაიების ვილა მდებარეობს ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, სულ რაღაც 10 წლის წინ სანატორიუმში უამრავი ადამიანი ისვენებდა. დღეს ამ ადგილას მხოლოდ ახალაიები ისვენებენ!!! პერიმეტრს იცავს დაცვა… სააკაშვილის მშენებარე უზარმაზარი ვილა (მაშტაბებით ბიძინა ივანიშვილის ე.წ კოლბას არაფრით ჩამოუვარდება) მდებარეობს არმისული წყნეთამდე – კაკლებში. ჩვენი ინფორმაციით, მშენებლობა 2012 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტის ავტორი სპეციალურად იტალიიდან ჩამოუყვანია იმ უბედრუკს… დიახ, სულ რაღაც 3-4 წლის წინ სააკაშვილების მშენებარე ვილის ადგილას უზარმაზარი ტყის მასივი გაიჩეხა. უახლოეს მომავალში მოგაწვდით სხვა ბობოლა „ნაციონალების“ ვილების ფოტოებს!“,- აცხადებს სადღობელაშვილი.

11007590_347315062141350_546033737_n

11020292_347315035474686_2125659412_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები