გია გეწაძე: ზურაბ ადეიშვილი თავის უკრაინელ მეგობრებს კანონმდებლობაზე მუშაობაში ეხმარება

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში იმყოფებოდა.
გეწაძის თქმით, ზურაბ ადეიშვილი თავის უკრაინელ მეგობრებს სხვადასხვა კანონმდებლობაზე მუშაობაში ეხმარება.
„ზურაბ ადეიშვილი ჩემი მეგობარია. ადრე ის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფებოდა და მე ის იქ მოვინახულე. გიდასტურებთ, რომ გარკვეული დროის წინ ის კივეშიც ვანხე. თუმცა ვერ გეტყვით დღესაც არის თუ არა ის იქ. მე რამდენადაც ვიცი სხვადასხვა კანონმდებლობაზე მუშაობაში ეხმარება თავის უკრაინელ მეგობრებს“, – ამბობს გეწაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები