დავით ნარმანია: არასწორი ინფორმაციის გავრცელება მერიის თანამშრომლების მოცდენას იწვევს

თუკი ვინმეს ხელი წასცდება, ან თუ ვინმე არასათანადოდ მოიქცევა, მათ მიმართ ადეკვატური ღონისძიებები გატარდება, ვერავის დავინდობთ, ყველამ მოწესრიგებულად უნდა აკეთოს თავისი საქმე და ცდუნებას არ აჰყვეს, – ამის შესახებ თბილისის მერი, დავით ნარმანია გაზეთ “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
„ჩვენ გვყავს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური. ამ სამსახურს უკვე დავავალე სამი დიდი სამსახურის – ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების შემოწმება. შეისწავლის შიდა აუდიტი მათ და ნახავს, რამდენად გამართულად მუშაობენ ისინი. ესენი ყველაზე დიდი სტრუქტურებია, რომელთაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ და ბევრი დავალება ეძლევათ. მაინტერესებს მათი გამართული და კანონიერი მუშაობა. ეს გამონაკლისი არ იქნება, სხვა სამსახურებიც შემოწმდება. არა მგონია, რაღაც დიდი, გასახმაურებელი შედეგები დაიდოს. სადმე გადაცდომებს თუ იპოვნიან, ამას, ჩემი მხრიდან, ადეკვატური რეაგირება მოჰყვება“, – ამბობს ნარმანია.
ჟურნალისტმა მერთან საუბრისას სოციალურ ქსელებში ნაგვით სავსე ურნების იმ ფოტოების გავრცელება გაიხსენა, რომლებიც რეალურად ძველი გადაღებული იყო, თუმცა წარმოჩინდა, როგორც გავრცელების დღეს გადაღებული. აღნიშნულზე ნარმანიამ განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება სამსახურში თანამშრომლების მოცდენას იწვევს, რადგან ისინი ცდილობენ, ვითარება გაარკვიონ.
„ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება სამსახურში თანამშრომლების მოცდენას იწვევს – ისინი ცდილობენ, ვითარება გაარკვიონ, გაიგონ, ეს რეალურია თუ არა… გარკვეული კატეგორიის ადამიანებზე კი ეს მორალურადაც მოქმედებს”, – აცხადებს ნარმანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები