“სააკაშვილი, თემურ ალასანია და კეზერაშვილი უკრაინაში იარაღით უკანონო ვაჭრობას გეგმავენ“

სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საიდუმლო გარიგებები კიევში – ამ სათაურით გაზეთი „კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, თემურ ალასანია, საქართველოს ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელიც მისი დისშვილია, უკრაინაში ირაღით უკანონო ვაჭრობას გეგმავს.
ასევე წყაროს თქმით, თემურ ალასანიამ და მისმა პარტნიორებმა უკვე შეიმუშავეს უკრაინაში იარაღის ყიდვისა და კონკრეტულ ქვეყნებში გატანის გეგმა.
როგორც “კვირის ქრონიკა“ აღნიშნავს, ამ სქემაში ჩართულია დავით კეზერაშვილი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამოცდილება აქვს.
“ქრონიკას“ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენელმა კონფიდენიალურად აცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იარაღით მომარაგების საკითხებშია ჩართული და ის ერთ-ერთი სახელმწიფო მონიტორია. პოროშენკომ მას ეს ფუნქცია ოფიციალურად მიანიჭა. უკრაინის ხელისუფლებაც და სააკაშვილიც ამის გახმაურებას ერიდებოდნენ, მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა. წყარო აცხადებს, რომ პოროშენკოს ხელისუფლებამ ფორმალურად ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ სააკაშვილსა და მისი ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს იარაღის შესყიდვის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და მათ შორის, ნატოს ქვეყნებთა. ასევე, სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია გაეროს განიარაღების კომიტეტის წევრი იყო და იარაღთან ვაჭრობასთან სამსახურებრივი შეხება ჰქონდა.უკრაინელები იმედოვნებენ, რომ მათ სააკაშვილი გადაუჭრით თანამედროვე იარაღით მომარაგების საკითხს. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილს ნაკლებად აინტერესებს უკრაინის თანამედროვე და ხარისხიანი იარაღით მომარაგების საკითხი, მას და თემურ ალასანიას სულ სხვა გეგმები აქვთ. მისი თქმით, თემურ ალასანია და მისი დისშვილი უკრაინიში იარაღთ უკანონო ვაჭრობას გეგმავენ და მათ საამისოდ დიდი გამოცდილება აქვთ.
წყარო აცხადებს, რომ დღეს უკრაინაში ათასგვარი იარაღის შეძენა შეიძლება და ძალიან იაფად. ეს, ბუნებრივია, სადაც ომია, იქ იარაღის ყიდვაც ბევრად უპრობლემოდ შეიძლება. იარაღის მყიდველი კი უამრავია, ტერორისტული ორგანიზაციებით დაწყებული, სეპარატისტებით დასრულებული. გარდა ამის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში, გენერალურ შტაბსა და ცალკეულ სამხედრო ნაწილებში კორუფცია ზენიტშია, მაღალი სამხედრო ჩინები ფულზე არიან დახარბებულები და ახლა უკრაინაში ნაირგვარი იარაღის ყიდვა შეიძლება. წყარო აცხადებს, რომ თემურ ალასანია ერთი კვირით ფარულად იყო ჩასული კიევში და იქ შეხვდა უკრაინის სამხედრო ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც გაეროში მუშაობის დროიდან კარგად იცნობს და, სავარაუდოდ, იარაღით უკანონოდ ვაჭრობის საქმეში მისი პარტნიორები არიან“, -წერს “კვირის ქრონიკა“.
წყაროს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ მფარველობას გაუწევს ბიძამისს და ცხადია, ამ უკანონო ბიზნესიდან მასაც უზარმაზარი შემოსავალი ექნება.
“ამ სქემაში ჩართულია დავით კეზერაშვილი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამოცდილება აქვს. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, სააკაშვილი და ალასანია ძალიან დიდი ფულს იშოვიან უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, რადგან საუბარია წელიწადში რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვაზე“,-აცხადებს წყარო გამოცემასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები