„არ გამოვრიცხავ, პარლამენტმა ჩემი კანდიდატურა ჩააგდოს“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, ის კრიტერიუმები, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სჭირდებოდა, მან გარკვეულწილად, დააკმაყოფილა. ამის შესახებ გვენეტაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„წინასწარ ვერ ვიტყვი, რამდენად ერთიანი იქნება პარლამენტი, მაგრამ ის კრიტერიუმები, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სჭირდებოდა, ვფიქრობ, გარკვეულწილად, დავაკმაყოფილე. პარლამენტში განსხვავებული აზრის მოსასმენად მართლაც ვემზადები, ვიცი, რომ ოპონენტებიც მეყოლება, მაგრამ მინდა თითოეულ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხო. არც იმას გამოვრიცხავ, პარლამენტმა ჩემი კანდიდატურა ჩააგდოს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები