სამხრეთ სუდანში შეიარაღებულმა პირებმა 89 მოსწავლე გაიტაცეს

სამხრეთ სუდანში შეიარაღებულმა პირებმა 89 მოსწავლე გაიტაცეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები გამოცდას აბარებდნენ. ყველა მათგანი 12 წლამდე ასაკის იყო. “იუნისეფის” ინფორმაციით, სამხრეთ სუდანში ტრეფიკინგის შემთხვევები ხშირია. მცირეწლოვან ბაშვებს ოჯახებს აშორებენ და სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ. გაჰყავთ ქვეყნიდან, ჰყიდიან ან კიდევ სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალადობრივი გზით ტერორისტებად წვრთნიან. ევროკავშირის განცხადებით, 2013 წლის შემდეგ სუდანში ათასობით მცირეწლოვანი ბავშვია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები