დღეს კიევის მთავარ მოედანზე “ღირსების მარში” გაიმართება
უკრაინის დროით 3 საათზე, კიევის მთავარ მოედანზე “ღირსების მარში” გაიმართება.
ოფიციალური კიევის განცხადებით, აღნიშნული მარში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
დემონსტრანტებისა და უკრიანის მაღალჩინოსნების გარდა, მარშში საქართველოს, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ისინი უკრაინას მხარდაჭერას გამოუცხადებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში გარდაცვლილ ადამიანებს პატივს მიაგებენ და ამასთან, რუსეთის მიერ დონბასში გატარებულ აგრესიულ პოლიტიკასაც დაგმობენ.
“ღირსების მარშში” ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.