პრო-რუსმა სეპარატისტებმა ტყვეობიდან 139 უკრაინელი მებრძოლი გაათავისუფლეს
შაბათ საღამოს აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვეობიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების 103 წევრი გაათავისუფლეს, ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცაგოლკომ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოხსენების საფუძველზე გააკეთა.
„103 მეომარი უკვე თავისუფალია. ეს ახლახან ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა გრიცაკმა პრეზიდენტ პოროშენკოს მოახსენა“ – დაწერა ცეგოლკომ ტვიტერზე.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტყვეობიდან 140 მებრძოლი განთავისუფლდებოდა.
პეტრე პოროშენკომ თავდაპირველად ასევე 103 დატყვევებულის განთავისუფლების შესახებ გააკეთა განცხადება, შემდეგ კი ტყვეობიდან განთავისუფლებულთა განსხვავებული რაოდენობა დაასახელა. უკრაინის პრეზიდენტის ტვიტერზე გაკეთებული განცხადების თანახმად ტყვეობიდან 139 უკრაინელი მებრძოლი განთავისუფლდა.
თავის მხრივ პრო-რუსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინელმა ძალოვანებმა მათ „ლსრ“-ის 18 და „დსრ“-ის 36 მხარდამჭერი გადასცეს. განთავისუფლებულებს შორის 4 ქალბატონი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს მინსკის მოლაპარაკებისას მხარეები 19 დღის განმავლობაში ყველა დატყვევებულის განთავისუფლებასა და ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
წყარო: korrespondent.net
