პოლონეთი უკრაინაში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსებას მხარს უჭერს
პოლონეთი უკრაინაში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსებას მხარს უჭერს – ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომაროვსკიმ პოლონური ტელეარხის „TVN24“-ის ეთერში გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე ნომერ პირველი ამოცანა დონბასში სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაა.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს უკრაინის ნაციონალური უშიშროების და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა პოროშენკომ დონბასში გაეროდან და ევროკავშირიდან სამშვიდობოების შეყვანის წინადადება წამოაყენა.
თავის მხრივ, რუსეთსა და ე.წ. „დსრ“-სა და „ლსრ“-ში დონბასში სამშვიდობოების განთავსების იდეის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილი. მათი შეფასებით, ეს მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკების დარღვევა იქნება.
წყარო: korrespondent.net