ბრიტანელ ტრანსსექსუალს კრივში დაბრუნება სურს

ბრიტანელ ტრანსსექსუალ კელი მელოუნს კრივის პრომოუტერად დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. ამ ინფორმაციას „The Daily Mail“-ი ავრცელებს.

მელოუნს საქმიანობის აღდგენისთვის ისევ სჭირდება სპეციალური ლიცენზიის მიღება, რომელზეც უარი 2013 წელს, სქესის შეცვლის ოპერაციის მზადებისას თვითონ თქვა.

62 წლის მელოუნი კრივის სამყაროში ფრენკ მელოუნის სახელით იყო ცნობილი. ის 1989-2001 წლებში ლეგენდარულ ბრიტანელ მოკრივესთან ლენოქს ლუისთან მუშაობდა.

ფრენკ მელოუნი კრივის სამყაროში ერთ-ერთ საუკეთესო პრომოუტერად იყო აღიარებული. გარდა ამისა, ის ცნობილი იყო იმითაც, რომ მოლაპარაკებებს მკაცრად და კომპრომისის გარეშე აწარმოებდა. მელოუნი ორჯერ იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს. ბრიტანელმა 2013 წელს პრომოუტერის კარიერაზე უარის თქმის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კრივი გადაიყვარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები