„არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ შესაძლებელია რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მიღწევა“
დასავლეთის მუქარას რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა მუქარითვე უპასუხა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი გარეშე ზეწოლას ზეწოლითვე უპასუხებს.
მამულის დამცველთა მიძღვნილი დღისადმი გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია მზად არის პროფესიონალურად იმოქმედოს და შეასრულოს ყველაზე რთული და არასტანდარტული დავალებებიც კი.
„არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ შესაძლებელია რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მიღწევა, ჩვენმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა დაამტკიცეს, რომ მზად არიან პროფესიონალურად და მამაცურად იმოქმედონ და შეასრულონ ყველაზე რთული, არასტანდარტული დავალებები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.