მოსკოვში მოძრაობა “ანტიმაიდნის” აქცია იმართება
მოსკოვში მოძრაობა “ანტიმაიდნის” აქცია იმართება – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. მოსკოვის ცენტრში 10 000-მდე დემონსტრანტია შეკრებილი. მოძრაობა “ანტიმაიდანი” ერთი წლის წინ კიევში მომხდარ მოვლენებს გმობს და მას “გადატრიალებას” უწოდებს.
როგორც “ბიბისი” იტყობინება, აქციას მომიტინგეები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. ისინი მოსკოვში ორგანიზებულად ავტობუსებით ჩაიყვანეს. აქციაში მონაწილეობას 100-ზე მეტი საჯარო ორგანიზაცია იღებს.
დემონსტრანტებს ხელში ბანერები უჭირავთ პატრიოტული წარწერებით: “მაიდანი არის დაავადება, ჩვენ ვაპირებთ განვიკურნოთ მისგან”, “მაიდანი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთის მტრებს”.
რუსული ტელეკომპანია “NTV” კი, საღამოს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩთან ინტერვიუს აანონსებს.