ზურაბ კიწმარიშვილმა საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

ეროსი კიწმარიშვილის ძმამ და ადვოკატმა ქალაქის პროურატურაში საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრა გამართეს. მათი განცხადებით, საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს,მაგრამ არა ისე როგორი მოლოდინიც არსებობდა.შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქმეში არსებული მასალები.
კიწმარიშვილის ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული მხარეები აგრძელებენ საქმის მასალების გაცნობას და დეტალურ შესწავლას.
“დეტალურად ვეცნობით იმ მასალებს, რაც საგამოძიებო უწყებამ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა, ასევე მათი ინიციატივით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დეტალური გაცნობა და შესწავლა მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები