ევროზონის ქვეყნები საბერძნეთისთვის ფინანსურ დახმარებას გააგრძელებენ

ევროზონის ქვეყნები საბერძნეთისთვის მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, საბერძნეთი სტრუქტურული რეფორმების გატარებას განაგრძობს.
ასევე, ცნობილია, რომ ათენი ევროჯგუფის ქვეყნებს ორშაბათს, 23 თებერვალს რეფორმების შესახებ თავის წინადადებებს წარუდგენს.
როგორც ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრი და ევროჯგუფის ხელმძღვანელი, იერუნ დეისელბლუმი იუწყება, ათენი პირობას დებს, რომ ვალებს გადაიხდის და ყველა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს.
“ვფიქრობ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით ნდობის ხელახლა მოპოვების კუთხით. როგორც იცით ნდობა უფრო მარტივად იკარგება, ვიდრე ჩნდება. ამ მხრივ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური”, – განაცხადა დეისელბლუმმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები