დუბაიში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი იწვის

დუბაიში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი იწვის – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 79-სართულიან შენობაში ხანძარი 50-ე სართულზე გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო კი ცეცხლი მალევე მოედო დანარჩენ სართულებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. სახლი, რომელიც იწვის, დუბაიში 4 წლის წინ ააშენეს. მისი სიმაღლე 336 მეტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები