აშშ-ში ძლიერმა ყინვამ 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი ყინვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 18 ტენესის შტატში გარდაიცვალა – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ცნობილია, რომ ძლიერი ყინვების შედეგად აშშ-ს აღმოსავლეთ რეგიონში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასევე, სატრანსპორტო მიმოსვლაც შეფერხებულია.
როგორც ადგილობრივი სინოპტიკოსები იტყობინებიან, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა მინუს 40 გრადუსამდე დაეცა და ძლიერი ყინვა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.