აშშ-ს სამხრეთში რეკორდული ყინვის გამო უკვე 15 ადამიანი დაიღუპა
რეკორდული ყინვების გამო აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთში არანაკლებ 15 ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციას „NBC News“-ი ავრცელებს. ტენესის შტატში, სადაც ყინვების მსხვერპლი 11 ადამიანი გახდა, ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცა. რაც უკანასკნელი წლების მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურაა. გარდა ამისა, 3 ადამიანი ოჰაიოს შტატში და კიდევ ერთი – კენტუკის შტატში დაიღუპა. სიცივემ საავტომობილო მოძრაობის დარღვევების პროვოცირება მოახდინა, რამაც მრავალრიცხოვანი ავტო-ავარიები, მათ შორის მსხვერპლით დასრულებული გამოიწვია. „ჩვენი ქალაქი პარალიზებულია. იცით, ხალხი ჩრდილოეთის შტატებიდან დაგვცინის. მე მათი მესმის, მაგრამ ჩვენ ასეთ სიცივესთან შეგუებული არ ვართ“, – მოჰყავს „NBC News“-ს ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთი მცხოვრები ქალბატონის სიტყვები. აშშ-ს სამხრეთისთვის და სამხრეთ-აღმოსავლეთისთვის არატიპიური ტემპერატურის ძლიერი ვარდნა და თოვლი ცივი ჰაერის ნაკადმა გამოიწვია, რომელსაც „ციმბირული ექსპრესი“ უწოდეს. გავრცელებული ინფორმაციით კენტუკის, მისურის, ტენესის და სხვა შტატებს ახალი თოვლიანი ქარიშხალის შემოტევა ელოდება.