თბილისის საკრებულოში ”ქართული კალიგრაფიის” კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კონკურსის”ქართული კალიგრაფია” გამარჯვებულთა და ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი გამართა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ კონკურსში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და კონკურსის მიზანზე ისაუბრა. მისი თქმით აღნიშნული კონკურსი კარგი საშუალებაა იმისთვის , რომ მოხდეს ქართული კალიგრაფიის ტრადიციის შენარჩუნება, პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება ახალგაზრდა თაობაში და მისი მდგრადი განვითარება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო ყოველთვის გვერდში დაუდგება ასეთი სახის ღონისძიებებს,როგორიცაა ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და ანბანის პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით,ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. კონკურსში მონაწილეობა 931 ადამიანმა მიიღო,ფინალში მხოლოდ 50-მდე მონაწილე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში პირველად მიიღეს მონაწილეობა მსჯავრდებულებმა და აფხაზეთში , კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. კონკურსში ქართველი ემიგრანტებიც იღებდნენ მონაწილეობას. Dდაჯილდოების ცერემონიალზე ფინალისტთა კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა და ნომინანტთა დაჯილდოება გაიმართ, მოეწყო კალიგრაფიის კონკურსის შესახებ ფილმისა და ვიდეორგოლის ჩვენება, ასევე ღონისძიებაზე ალბომის ”ქართული კალიგრაფია ” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, თბილისის და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები